martedì 17 novembre 2009

Lo spettro del comunismo si aggira ancora per l'Europa?

[stopthewaragainstgeorgia.jpeg]
Appello del Ministro di Stato della diaspora (Georgia) Yulon Gagoshidze ai Georgiani nel Mondo
იულონ გაგოშიძე

Cari compatrioti,

In Georgia continua l' occupazione delle truppe russe della Georgia ; negli ultimi tempi il governo russo ha iniziato a diffondere un idea anti-georgiana nella popolazione ;è stato rinforzato una propaganda anti-georgiana ed è diventato frequente nelle forze di occupazione e “STATI FANTOCCIO” sotto il beneplacito di Mosca e con un particolare cinismo dei separatisti e azioni insolenti, contro la popolazione di etnia georgiana, come nelle regioni occupate anche nei villaggi di confine. Per esempio tre giorni fa gli osseti hanno sequestrato 4 adolescenti dal villaggio Tirjnisi (nella provincia di Gori e gli hanno trasferito nella capitale della regione secessionista dell “Ossezia del sud” con l'accusa di terrorismo e di furto per processarli.

Sarebbe stato del tutto naturale se noi avessimo risposto a questa violenza , però è questo che desiderano le forze di occupazione. E' loro obiettivo finale. Per questo il nostro presidente ha richiamato alla prudenza la popolazione georgiana, ma questo non significa che noi rinunciamo alla lotta per riunificare il paese. La lotta finirà quando l'ultimo soldato lascerà il suolo georgiano;questo deve succedere molto rapidamente.

Vent'anni fa, il 1989 è caduto il muro di Berlino, però oggi quando viene festeggiato l'anniversario della caduta , i russi costruiscono un altro muro - in Georgia. Questo è una vergogna per l'Europa e per l'umanità. L'agosto del anno scorso ogni persona di buona volontà “faceva tifo” per la Georgia, ed è anche merito loro che i russi non sono riusciti nel loro intento nell'annientare lo Stato georgiano. Il nostro ringraziamento va a quei capi di stato e di governi che sostenevano la Georgia e che non hanno riconosciuto l'Abkhazia e Ossezia del sud come due stati marionette della Russia, però...

Però oggi questi capi di stato e governo si comportano così come se si fossero dimenticati, che la Russia non ha ancora rispettato il documento del cessate fuoco che è stato sottoscritto il 12 Agosto del 2008 ,con la mediazione del presidente Nicolas Sarkozy (a tutt'oggi nessun punto viene rispettato) e Putin viene accolto come uno che non avesse partecipato in prima persona a comandare le truppe russe di invadere la Georgia e come se non fosse responsabile della morte dei georgiani, osseti ,abkhazi ingusci, ceceni e russi ecc. E' nostro dovere ricordare a tutti che la guerra contro la Georgia da parte della Russia non è ancora finita e che la Federazione Russa continua la politica dell'Unione Sovietica.

Il 27 novembre Putin sarà a Parigi

(Inserzione immagine del blogger)

I georgiani che vivono in Francia stanno organizzando una manifestazione (contro la visita di Putin) il 27 novembre alle 17 : 00 ora locale.

[lenin_putin_medvedev_georgia.3.jpg]

(Inserzione immagine del blogger)

I georgiani che vivono all'estero,Nostri compatrioti,

Vi invito a sostenere i georgiani che vivono in Francia e il 27 novembre l'ora di Greenwich ricordiamo ai paesi che ci ospitano che in Georgia ci sono ancora le truppe russe e un domani potrebbe essere invaso il loro paese, se non mettiamo le briglie all'insolenza dell'imperialismo russo.

Così rivolgetevi ai paesi ospitanti:

Europei, state attenti!

Lo spettro del comunismo si aggira ancora per l'Europa!

Sappiate e non scordatevelo,che la guerra in Georgia è la vostra guerra. La Georgia oggi è in prima linea del fronte per affermare la democrazia e la libertà. La vittoria georgiana è la vittoria dei valori occidentali ed è anche la vostra vittoria. Questa vittoria arriverà di sicuro: la costruzione del muro di Berlino era l'inizio dell'agonia dell'Unione Sovietica, questa agonia è durata 25 anni. Il nuovo muro che la Russia sta costruendo in Georgia è l'inizio della fine dell'imperialismo russo ed questo muro deve essere distrutto più rapidamente insieme all'imperialismo russo perché oggi il corso della Storia è più veloce che nello scorso secolo. Il sostegno dei paesi occidentali aiuterà questo processo.

Il Ministro di Stato della diaspora

Yulon Gagoshidze

NOTA. Traduzione nostra.

____________________________________________________________________________________

იულონ გაგოშიძე







ძვირფასო თანამემამულენო

საქართველოში გრძელდება რუსული ოკუპაცია, ამ ბოლო ხანს კი რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი აგრესიისათვის საზოგადოებრივი აზრის მზადება: გაძლიერდა ანტიქართული პროპაგანდა და ამასთან ერთად აშკარად გახშირდა რუსი ოკუპანტებისა და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი სეპარატისტების განსაკუთრებული ცინიზმით გამორჩეული თავხედური ქმედებებიც, მიმართული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე მათ მოსაზღვრე სოფლებში. ასე, მაგალითად, ამ სამიოდე დღის წინ ოსებმა ოთხი მოზარდი გაიტაცეს გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან და ცხინვალში გადაიყვანეს ტერორიზმისა და ქურდობის ბრალდებით გასასამართლებლად.

სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, ამ ძალადობას ჩვენი მხრიდანაც საპასუხო ძალადობა რომ მოჰყოლოდა, მაგრამ სწორედ ეს სურთ ოკუპანტებს და ეს არის სწორედ მათი პროვოკაციების ჭეშმარიტი მიზანი. ამიტომაც არის, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისათვის: ბრძოლა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა უკანასკნელი რუსი "სალდათი" დატოვებს საქართველოს. და ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს.

20 წლის წინ, 1989 წლის ნოემბერში დაინგრა ბერლინის კედელი, მაგრამ დღეს, როცა ეს იუბილე საყოველთაო ზეიმით აღინიშნება, რუსები ბერლინის ახალ კედელს აშენებენ საქართველოში. ეს ევროპისა და, საერთოდ, კაცობრიობის სირცხვილია. შარშან, აგვისტოში მსოფლიოს ყველა წესიერი ადამიანი საქართველოს გულშემატკივარი გახდა და მათი დამსახურებაც არის, რომ რუსმა ომის მიზანს ვერ მიაღწია, ვერ დაამხო ქართული სახელმწიფო. ჩვენ მათი მადლობელი ვართ, მადლობელი ვართ საქართველოს ყველა მხარდამჭერისა, პირველ ყოვლისა კი იმ სახელმწიფოთა მეთაურებისა, რომლებიც საქართველოსთან იყვნენ ომის დროს და რომლებიც არ ცნობენ რუსეთის მიერ აღიარებულ "აფხაზეთისა" და "სამხრეთ ოსეთის" მარიონეტულ "სახელმწიფოებს", მაგრამ...

მაგრამ დღეს დასავლეთის სახელმწიფოთა ეს მეთაურები ისე იქცევიან, თითქოს დავიწყებოდეთ, რომ რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის 12 აგვისტოს პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების არცერთი პუნქტი და პუტინს ისე ხვდებიან, თითქოს პირადად პუტინი არ მეთაურობდა საქართველოში შემოჭრილ რუსულ არმიას და თითქოს მისი ხელები ქართველების, ოსების, აფხაზების, ინგუშების, ჩეჩნების, რუსების და სხვათა და სხვათა სისხლით არ იყოს მოსვრილი. ჩვენი ვალია, შევახსენოთ ყველას, რომ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ დამთავრებულა და რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ცოცხალია რუსეთის ფედერაციის სახით.
27 ნოემბერს პუტინი პარიზში ჩადის.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველები მხარდამჭერებთან ერთად აწყობენ საპროტესტო აქციას პარიზში 27 ნოემბერს, ნაშუადღევის 5 საათზე პარიზის დროით.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო,
მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ პარიზელ ქართველებს და 27 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 16 საათზე ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მასპინძლებს მთელ მსოფლიოში, რომ რუსული ჯარი ჯერ კიდევ საქართველოში დგას და რომ ხვალ ეს ჯარი შეიძლება მათ ქეყანაშიც აღმოჩნდეს, თუ კი დღეს არ ამოვდებთ ლაგამს გათავხედებულ რუსულ იმპერიალიზმს.

ასე მიმართეთ თქვენს ევროპელ მასპინძლებს:
ევროპელებო, ფრთხილად იყავით, საბჭოთა კომუნიზმის აჩრდილი ისევ დაძრწის ევროპაში! იცოდეთ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოს ომი თქვენი ომია, საქართველო დღეს დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის წინა ხაზზეა და საქართველოს გამარჯვება დასავლური ღირებულებების გამარჯვებაა, ესე იგი, თქვენი გამარჯვებაც არის. ეს გამარჯვება აუცილებლად მოვა: ბერლინის კედლის აგება საბჭოთა კავშირის აგონიის დასაწყისის მანიშნებელი იყო და ამ აგონიამ 25 წელს გასტანა, ბერლინის ახალი კედელი კი, რომელსაც რუსეთი საქართველოში აშენებს, რუსული იმპერიალიზმის დასასრულის მაუწყებელია და ეს კედელი რუსეთის იმპერიასთან ერთად უფრო მალე უნდა დაინგრეს, რადგანაც ისტორიული დროის დინება დღეს უფრო სწრაფია, ვიდრე გასულ საუკუნეში, თქვენი, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
იულონ გაგოშიძე


Nessun commento: